суббота, 14 мая 2011 г.




პროექტის სახელწოდება: „შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები“

მთავარი იდეა :მოიძიონ ინფორმაცია შავი ზღვის შესახებ
აქტუალობა–გაიგონ ბავშვებმა შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლების შესახებ
და როგორ ვებრძოლოდ მას.

მიზანი:დავიცვათ შავი ზღვა გაჭუჭყიანებისაგან

ასაკი:მე–6 კლასი

ვადების ხანგრძლივობა– 1 თვე

 მოსალოდნელი შედეგები:  ალბომის შექმნა, ფოტოები, თეორიული პონფერენცია, ექსკურსია.

საჭირო რესურსები: კომპიუტერი ,სახელმძღვანელოები ,დამხმარე ლიტერატურა,ენციკლოპედიები ,ინტერნეტი, ციფრული აპარატი

მსვლელობა– შეიქმნა 2 ჯგუფი .პირველ ჯგუფს დაევალა მოეპოვებინა ინფორმაცია
ეკოლოგიური პრობლემების შესახებ მსოფლიოში ,მათ შორის შავი ზღვის შესახებ
მეორე ჯგუფს  დაევალა :შავი ზღვის ცოცხალი და არაცოცხალი  ბუნების პირობების აღწერა
შესწავლილი კვლევებიდან გამომდინარე მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე
შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები სულ უფრო აქტუალური და გლობალური ხდება.
სანაპირო ზონის შესწავლით დადგინდა,რომ ადამანის სერიოზული ჩარევა იწვევს ბუნებრივი
პირობების წონასწორობის დარღვევას, შეცვლას, რასაც არასასურველი შედეგები მოსდევს.
ზღვის ღელვით დანგრეული პლაჟის აღსადგენად ,გამაგრების მიზნით ყველაზე მიზანშეწონილია ხელოვნური პლაჟების შექმნა. შავი ზღვის სხვადასხვა რაიონში შეიმჩნევა
ზოგიერთი სახეობის  თევზების გაქრობა:მაგალითად დღესაც ქრება ს ე ლ ა პ ი –ბერების უპანასპნელი ოთხი–ხუთი ხანდაზმული წარმომადგენელი
შავ ზღვაში 16 ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი მდინარეები ჩაედინება. მარტო დუნაიზე მოდის გაჭუჭყიანების 30%. სპეციალისტების მონაცემებით ყველაზე სუფთაა ყირიმის სამხრეთი ნაწილი, კრასნოდარის მხარე.ყველაზე დაბინძურებულია ჩრდილო დასავლეთი სანაპირო.
ეს პრობლემა არა მარტო შავიზღვისპირა  ქვეყნების ,არამედ მსოფლიო თანამეგობრობის
წევრი ქვეყნების საზრუნავიც უნდა გახდეს.
1990 წელს თურქეთის პრეზიდენტმა წამოაყენა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური
თანამშრომლობის პროექტი,რომლის საფუძველზე შეიქმნა შავი ზღვის აუზის ეკონომიკური
თანამშრომლობის ორგანიზაცია BSEC. 11 სახელმწიფომ სტამბულში ხელიმოაწერეს ეკონომიკური თანამშრომლობის დეკლარაციას, რომლის ძირითადი პრინციპია შავი ზღვის გადაქცევა მშვიდობის , სტაბილურობისა და აყვავების ზღვად.1993 წლის სექტემბერში გაეროს გარემოს დაცვის პროგრამისა და მსოფლიო ბანკის ინიციატივით და დახმარებით ოფიციალურად დაამტკიცა შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემის რეზოლუცია.

პროექტის ხელმძღვანელი: ცისანა ჭკუასელი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: chkuaseli.cisana@gmail.com

ბლოგი:  chkuaselic.blogspot.com